ტელ :  5 (70) 90 24 24;  5 (96) 90 24 24   mail: info@everest.ge 
დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

მოსწავლეთა კონკურსი

 

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ ტარდება ორ სეზონად: შემოდგომა–ზამთრის სეზონი (ოქტომბერი–დეკემბერი) და გაზაფხული–ზაფხულის სეზონი (თებერვალი–მაისი). თითოეული სეზონი ჩატარდება სამ ტურად.

I ტურის ღირებულებაა 2 ლარი, II ტურის ღირებულებაა 13 ლარი, III ტური (ფინალი) უფასოა.

შემოდგომა–ზამთრის სეზონში მონაწილეობას მიიღებენ  III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.

გაზაფხული–ზაფხულის სეზონში მონაწილეობას მიიღებენ  II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.

I ტურში მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ 10 ამოცანა ოთხ სავარაუდო პასუხთან ერთად, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. I ტური გრძელდება 30 წუთი. 

I ტურიდან II ტურში გადავლენ ის მოსწავლეები რომლებიც სწორად ამოხსნიან 10 ამოცანიდან სამს მაინც.

II ტურში მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ 16 ამოცანა ოთხ სავარაუდო პასუხთან ერთად, რომელთაგან 4 ორქულიანია, 4 სამქულიანი, 4 ოთხქულიანი და 4 ხუთქულიანი. II ტური გრძელდება 1 საათი.

II ტურის შემდეგ კლასების მიხედვით რეიტინგის წესით შეირჩევ 250 ფინალის (III ტურის მონაწილეები).

ფინალში (III ტურში), მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ 20 ამოცანა ხუთ სავარაუდო პასუხთან ერთად. ამოცანა, რომელთაგან 5 ორქულიანია, 5 სამქულიანი, 5 ოთხქულიანი და 5 ხუთქულიანი. ფინალი (III ტური) გრძელდება 1 საათი და 30 წუთი.

ფინალში (III ტურში) კლასების მიხედვით რეიტინგის წესით გამოვლინდება 15–15 გამარჯვებული (საუკეთესო შედეგის მქონე 15-15 მონაწილე), რომლებსაც გადაეცემათ სიგელები (დიპლომები) და სამახსოვრო საჩუქრები.

ყველა ფინალისტი მიიღებს ოლიმპიადაევერესტისსიგელს მიღწეული წარმატებისთვის. I, II და III ადგილოსნები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და დასაჩუქრდებიან ფასიანი პრიზებით.

ფინალში (III ტურში) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად  გათვალისწინებული იქნება II ტურის შედეგი. თუ ქულათა დამთხვევა მოხდება  II ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად შედარდება მონაწილეთა მიერ II და III ტურში სწორად ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა. ხოლო, თუ დამთხვევა მოხდება ამ შემთხვევაშიც მაშინ მოსწავლეებს გადაეცემათ ერთნაირი პრიზები და დიპლომები (სიგელები).

შენიშვნა: ერთი და იგივე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა.