უფლება-მოვალეობანი

ორგანიზატორის უფლება–მოვალეობანი:

1.1 ორგანიზატორი უფლებამოსილია:

  1. 1)  მოხსნას მონაწილე ოლიმპიადიდან, ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში;
  2. 2) არ დაუშვას მონაწილე ოლიმპიადაზე, თუ მან დააგვიანა წერის დაწყებამდე 10 ან მეტი წუთით;
  3. 3) მოხსნას მონაწილე ოლიმპიადიდან, თუ შენიშნა წერის დროს გადაწერის ან კარნახის ფაქტი, ან მონაწილემ ხელი შეუშალა ტესტირების პროცესს;
  4. 4) მოხსნას მონაწილე ოლიმპიადიდან, თუ მისი მშობელი ან მეურვე თვითნებურად ხელს უშლის ოლიმპიადის ორგანიზებულად ჩატარებას;
  5. 5) წერის დასრულების შემდეგ მონაწილეს ჩამოართვას შავად სამუშაო ფურცელი;
  6. 6) გამოაქვეყნოს მონაწილის ნებისმიერი შედეგი;
  7. 7) მონაწილეთა ნამუშევრები დაიტოვოს მანამ, სანამ არ დასრულდება ოლიმპიადა;
  8. 8) საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, შეცვალოს ოლიმპიადის ჩატარების წინასწარ განსაზღვრული დრო და ადგილი;
  9. 9) გააუქმოს ნამუშევარი იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს შეუვსებელი აქვს ტესტის საინფორმაციო ნაწილი (მოსწავლის სახელი და გვარი, სკოლა).
  10. 10) მოხსნას მონაწილე კონკურსიდან, თუ იგი მონაწილეობას იღებს სხვა ასაკობრივ ჯგუფში (მაგ.: თუ მონაწილე ირიცხება მეხუთე კლასში და მონაწილეობას იღებს მეოთხე კლასელთათვის განკუთვნილ კონკურსში ან პირიქით).
  11. 11) დასკვნით ტურში მოსწავლეთა მიერ ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში არ გამოიყენოს წესდებით გათვალისწინებული წესი (ფინალში (III ტურში) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება II ტურის შედეგი. თუ ქულთა დამთხვევა მოხდება II ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად შედარდება მონაწილეთა მიერ II და III ტურში სწორად ამოხსნილი ამოცანების რაოდენობა) და ერთნაირქულიან მოსწავლეებს გადასცეს ერთნაირი პრიზები და დიპლომები (სიგელები);
  12. 12) ორგანიზაცია უფლებამოსილია ოლიმპიადის კონკურსებზე რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე გამოგეგზავნოთ საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები. 
  13. 13) თუ მონაწილე არ გამოცხადდა წერაზე, უკან არ დააბრუნოს გადახდილი თანხა.


1.2 ორგანიზატორი ვალდებულია:

  • ტესტები შედგენილ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაამისად;
  • მშვიდ გარემოში ჩაატაროს ტური; · შექმნას უსაფრთხო და სამუშაო გარემო;
  • ამოცანის შემდგენელთა ან დამკაბადონებელთა მიერ პირობაში ან სავარაუდო პასუხებში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ოლიმპიადის მონაწილეთა სასარგებლოდ;
  • დათქმულ ვადებში გამოაქვეყნოს შედეგები;
  • წერის პროცესში უზრუნველყოს წესრიგი, აღკვეთოს გადაწერა;
  • ოლიმპიადის ჩატარების წინასწარ განსაზღვრული დროისა და ადგილის შეცვლის შემთხვევაში, დროულად (არაუგვიანეს ერთი კვირისა),  საიტზე გამოაქვეყნოს ოლიმპიადის ჩატარების ახლად დანიშნული დრო და ადგილი.
  • ნამუშევრები შეინახოს ოლიმპიადის დასრულებიდან მინიმუმ 1 თვე.

 

2. მოსწავლის უფლება მოვალეობანი:

2.1 მონაწილე უფლებამოსილია:

  • მოითხოვოს გასვლა ტუალეტში;
  • მოითხოვოს სამუშაო ფურცელი;
  • იხილოს საკუთარი ნამუშევარი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ;
  • დროულად შეიტყოს ნამუშევრის შედეგი.

2.2 მონაწილე ვალდებულია:

  • დაიცვას რეგლამენტი;
  • დაიცვას სიმშვიდე;
  • ხელი არ შეუშალოს სხვა მონაწილეებს;
  • არ გადაიწეროს და არ უკარნახოს.

 

3. მშობლის უფლება მოვალეობანი:

3.1 მშობელი უფლებამოსილია:

  • მისთვის ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაიყვანოს ბავშვი ტურიდან (ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ოლიმპიადის ნებისმიერ ორგანიზატორს);
  • შეჰყვეს მონაწილეს შენობაში, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება;
  • მოითხოვოს შვილის ნამუშევრის ნახვა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ;
  • მშობელს ამოცანის გასაჩივრება შეუძლია მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში.

3.2 მშობლი ვალდებულია:

  • დროულად გადაიხადოს ოლიმპიადაში მონაწილეობის გადასახადი;
  • უზრუნველყოს მონაწილის დროულად გამოცხადება ოლიმპიადაზე;
  • დაიცვას წესრიგი ოლიმპიადის ჩატარების ტერიტორიაზე;
  • დაემორჩილოს ორგანიზატორთა მითითებებს.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა