ქართული ენის ოლიმპიადა

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლემ შეძლოს:

  • წლის განმავლობაში სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების  გამოვლენა;
  • საკონკურსო გარემოსთან შეგუება;
  • მოტივაციის ამაღლება.

 

ქართული ენის ოლიმპიადისთვის საკითხები შედგენილია პრაქტიკოსი პედაგოგებისა და გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორების მიერ.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.

 

ქართული ენის ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად:

  • შესარჩევ ტურში ოლიმპიადის მონაწილეებს ეძლევათ სხვადასხვა სირთულის 16 საკითხი;
  • შესარჩევი ტური გრძელდება 40 წუთი;
  • დასკვნით ტურში ოლიმპიადის მონაწილეებს ეძლევათ სხვადასხვა სირთულის 20 საკითხი;
  • დასკვნითი ტური გრძელდება 1 საათი;
  • თითოეული ტურის ტეტსის ჯამური ქულაა 120.

 

ყოველ საკითხს რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს,  რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

შენიშვნა 1: რომელიმე დავალებაში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში პასუხი უქმდება და მონაწილეს ეწერება ნული ქულა.

შენიშვნა 2: საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები მიიღება გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში.

შესარჩევი ტურიდან, დასკვნით ტურში გადავლენ ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც დააგროვებენ სულ მცირე 30 ქულას.

 

დასკვნით ტურში თითოეული კლასიდან (II, III, IV, V, VI კლასებიდან)  რეიტინგის წესით გამოვლინდება 3–3 გამარჯვებული (საუკეთესო შედეგის მქონე 3-3 მონაწილე), რომლებსაც გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე მიიღებსბრენდირებულ კალამს და ოლიმპიადა ევერესტის სიგელს მიღწეული წარმატებისთვის.

დასკვნით ტურში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული მოსწავლის გამოსავლენად, გათვალისწინებული იქნება შესარჩევი ტურის შედეგი. თუ ქულები შესარჩევ ტურშიც დაემთხვევა, მაშინ მონაწილეებს გადაეცემათ ერთნაირი პრიზები, დიპლომები (სიგელები).

შესარჩევი ტური  - უფასოა.

დასკვნითი ტურის ღირებულებაა - 20 ლარი.

 

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა