რატომ ევერესტი?

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ უკვე 10 წელიწადზე მეტია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მრავალი გულშემატკივარი შეიძინა. ოლიმპიადა გამოირჩევა სამართლიანობითა და გამჭვირვალობით. განსაკუთრებით დიდ სიმპათიას იმსახურებს საოლიმპიადო ამოცანები, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი, სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, მათემატიკოსი ბატონი დაჩი ნანობაშვილი ადგენს. ამოცანების შედგენისას გათვალისწინებულია მათემატიკის ყველა გრიფირებული წიგნი და ასევე ბავშვების ასაკობრივი შესაძლებლობები.


,,წლების განმავლობაში ბავშვების შედეგებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ პატარები ხშირად ჩქარობენ, ამოცანის პირობას ხელმეორედ არ კითხულობენ და უშვებენ ელემენტარულ შეცდომებს- აცხადებს დაჩი ნანობაშვილი.


ამიტომ „ევერესტის“ გუნდმა, დაჩი ნანობაშვილის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა ამოცანების აქამდე არარსებული ფორმატი (პირობის უკეთ გასააზრებლად, ამოცანებს დართული აქვს დამატებითი შეკითხვები).


„ევერესტს“ სხვა ოლიმპიადებისგან გამოარჩევს არა მხოლოდ "ასაკი", პრიზები (მათ შორის ექსკლუზიურად "ევერსტისთვის“ შექმნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები"), მასწავლებლის კონკურსი,  არამედ მიზანი.


 ,,ჩვენი უმთავრესი მიზანია, ყველა მონაწილემ თითოეული ტურის შემდეგ გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება. ოლიმპიადა „ევერესტი“ კარგი საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, რასაც ხელს უწყობს ის მეგობრული და მშვიდი გარემო, რომელიც მონაწილე ბავშვებს ოლიმპიადაზე მისვლისას ხვდებათ - ამბობს დაჩი ნანობაშვილი.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა